ნოდარ გრიგალაშვილი
მწერალი
დაბადების თარიღი 1958
1980 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი.
1981-1987 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988 წლებში ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990 წლებში გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998 წლებში გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "ცისკრის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).
შრომები:
- სამწუხარო პარალელები, თბ.: საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, თბ.: 1990.
- სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები, თბ.: წიგნი, 1997.